აქტუალური
საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. „გარედან თითის დაქნევით საუბარი მიუღებელია, ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომ საქართველო დავაზიანოთ“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, მმართველი პარტიისთვის მთავარი ქართველი ხალხის მხარდაჭერაა. „ამ ქვეყნის პატრონი და მთავრობა არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. აღარ არის ის დრო, ვიღაცები გარედან რომ მართავდნენ ჩვენს ქვეყანას. საქართველოს მართავს პატრიოტი ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება – „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“. გლობალური ომის პარტია მტერია არა მხოლოდ საქართველოსი, არამედ მსოფლიოსი. გაიხსენეთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაპირება – გლობალური ომის პარტიის დამარცხება“, – აღნიშნა კალაძემ.