აქტუალური
საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალების საქართველოში შემოტანისთვის დაკავებულ ირანის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა საქართველოში 200 კილოგრამი ჰეროინი შემოიტანა, რომლის ღირებულება შავ ბაზარზე 50 მილიონ დოლარს აღემატება. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ დაქირავებული მძღოლი იყო.
საგამოძიებო უწყების ცნობით, ავტომობილი ირანიდან აზერბაიჯანის გავლით, სასაზღვრო პუნქტ „წითელი ხიდიდან“ შემოვიდა და ბულგარეთის მიმართულებით უნდა წასულიყო.