აქტუალური
საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა. ამასთან დაკავშირებით, დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის ბრიფინგი გაიმართა.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირება ხორციელდება სხვადასხვა უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
„გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს... საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.