საზოგადოება
მიხეილ ყაველაშვილი - სერბეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შედეგები

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შევხვდი“, - წერს მიხეილ ყაველაშვილი „ფეისბუქზე“.

ყურადღება გავამახვილეთ ორი ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე... შეხვედრაზე პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა სერბეთში მიმიწვია, მე კი ჩემი სერბი კოლეგა საქართველოში მოვიპატიჟე. შეხვედრაზე ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, - აღნიშნა ყაველაშვილმა.