სამართალი
მამუკა მდინარაძემ ახალი ხელმძღვანელი ზურაბ ცისკარიშვილი წარადგინა

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის პირად შემადგენლობას ახალი ხელმძღვანელი ზურაბ ცისკარიშვილი წარუდგინა.

მამუკა მდინარაძე მოადგილესთან ლევან ხარაბაძესთან და ახალ დირექტორ ზურაბ ცისკარიშვილთან ერთად ბაზაზე არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო, დაათვალიერა შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მებრძოლების საჭიროებები მოისმინა, სრული მხარდაჭერა დაჰპირდა, მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.