სამართალი
გადასახადებისათვის თავის არიდების საქმეზე დაკავებულია თურქეთის მოქალაქე, ბიჭიკო პაიკიძეს ახალი ბრალდება წარედგინა

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, 2025 წლის 25 სექტემბერს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ბრალდებულის სახით კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, თურქეთის მოქალაქე .. დააკავეს, ხოლო მეორე ხელმძღვანელ პირს, ..-, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა. კომპანიის დეკლარირებული ბრუნვა 17 მილიონ ლარს აღემატება... გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218- მუხლის მეორე ნაწილისქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით, – განაცხადა საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილემ გუგა თავბერიძემ.