სამართალი
საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ნომრიდან სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა გაისმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შეტყობინების მიღებისთანავე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ შესაბამისი დანაყოფები. ადგილზე მისვლისას დადგინდა, რომ სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში ჩაკეტილი იყო ერთი პირი, რომელიც პერსონალს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. სამართალდამცველების მიერ აღნიშნული პირი დაკავებულია შემთხვევის ადგილზევე. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.