პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: შეხვედრა გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერთან

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იყო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკა. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა არ არის კმაყოფილი არსებული მდგომარეობით და იმედოვნებს, რომ ვითარება შეიცვლება.

საუბარი შეეხო დიპლომატის დაბარებას საგარეო საქმეთა სამინისტროში. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ნაბიჯი შესაბამის საფუძველს ეფუძნებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობებს და იმედოვნებს, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობა გაგრძელდება ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობის პრინციპებზე.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი. გერმანიის ელჩმა სთხოვა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს, საქართველოს მთავრობამ დაუშვას გამონაკლისი გერმანული ორგანიზაციების მიერ ქართული არასამთავრობოებისთვის გაცემული გრანტების საკითხში. ლევან ჟორჟოლიანმა განუმარტა პროცედურა და აღნიშნა, რომ კანონი ყველასთვის თანაბრად მოქმედებს და დისკრიმინაციულ მიდგომებს ადგილი არ ექნება.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.