აქტუალური
საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. „ყველა ელჩი წარმოადგენს სახელმწიფოს და როდესაც ელჩს იბარებ, ამით ერთგვარ დიპლომატიურ ზომას იყენებ სახელმწიფოს მიმართ, ეს ლოგიკურია“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ევროპულ ბიუროკრატიაში სერიოზული პრობლემებია და ამის გამოხატულებაა ელჩების ქმედებები.
„ყველა არ იქცევა ისე, როგორც ევროკავშირის, ბრიტანეთის და გერმანიის ელჩები. ევროპულ ბიუროკრატიაში არის სერიოზული პრობლემები და ამის გამოხატულებაა ის, რასაც აკეთებენ ელჩები“, – აღნიშნა პრემიერმა.