აქტუალური
საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ადამიანური კაპიტალის ინდექსის შესახებ, რომლის მიხედვით საქართველო 33-ე ადგილზეა მსოფლიოში და ევროპის საუკეთესო ოცეულშია.
„ყველა ჯანსაღი შეფასებით, საქართველო არის მოწინავე რეფორმატორი ქვეყანა, ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი აქვს... რეალურად, ყველა ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს, ქვეყანა როგორ ვითარდება და წინ მიდის“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.