აქტუალური
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა იანვარ-აგვისტოში 1 496 მლნ დოლარი შეისყიდა

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების შევსებას განაგრძობს.

აგვისტოში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 199.6 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 5.2 მლრდ დოლარს მიაღწია.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტიაა. შესაბამისად, სებ- ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე“.

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 27 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.