უცხოეთი
საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვედრაზე განუცხადა, რომ ომის მდგრადი მოგვარებისთვის აუცილებელია არსებითი ნაბიჯების გადადგმა.
„სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა პრეზიდენტ ტრამპის მოწოდება მკვლელობების შეწყვეტის შესახებ და მოსკოვის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის მდგრადი მოგვარებისკენ არსებითი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებაზე,“ – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.