უცხოეთი
ჯეი დი ვენსი: „დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთისთვისაა ცუდი“

 საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარწმუნებულია – რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთისთვის უაღრესად საზიანოა.

„რუსები თუ უარს იტყვიან კეთილსინდისიერად მოლაპარაკებებზე, მგონი, ეს ძალიან, ძალიან ცუდი იქნება მათი ქვეყნისთვის. პრეზიდენტმა ეს ცხადად განაცხადა. ეს პოზიციის შეცვლა არ არის, ეს მიწაზე არსებული რეალობის აღიარებაა. ტრამპის ადმინისტრაციაში ყოველ დღე გავაგრძელებთ მშვიდობისთვის ბრძოლას,“ – თქვა ვენსმა.

ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპი „რუსების მიმართ წარმოუდგენლად მოუთმენელი ხდება“ და ხედავს მონაცემებს, რომლებიც მიუთითებს – ომი თავად რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს.