სამართალი
საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა ბოლო დღეებში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გააძევა 20 უცხო ქვეყნის მოქალაქე.
გაძევებულთა შორის არიან ინდოეთის, რუსეთის, პაკისტანის, თურქეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, ირანის, ნიგერიისა და ტაილანდის მოქალაქეები.
„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალათ. მიგრაციის დეპარტამენტი პასუხისმგებელია უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენასა და გაძევებაზე,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.