აქტუალური
თამარ ჩერგოლეიშვილი: „არ ვიცი, რას ნიშნავს მშვიდობიანი დამხობა“

 საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციას „არ უნდა დაუწესოს საკუთარ თავს არანაირი დედლაინი“ და ბრძოლა უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე.

„მნიშვნელობა არ აქვს, ეს 4 ოქტომბერს მოხდება თუ არა... ჩვენ გამარჯვების გარდა ალტერნატივა არ გვაქვს. ამიტომ წამზომს ვურთავთ ბიძინა ივანიშვილს და არა საკუთარ თავს. არასწორია ნებისმიერი თარიღის დაწესება და რეჟიმისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ მარცხი გამარჯვებად გამოაცხადოს.“ – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

მისივე თქმით, ქუჩის პროტესტს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

„მე არ ვიცი, რას ნიშნავს მშვიდობიანი დამხობა, ეს არის სისულელეების ბჟუტური. რეალურად, სააკაშვილის პარტიას უნდა ყველაფერი გააბაიბუროს.“ – აღნიშნა მან.

ჩერგოლეიშვილმა ასევე გააკრიტიკა როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციური პარტიების სტრუქტურა და აღნიშნა, რომ ქართული პოლიტიკა „ერთ კაცზე დამოკიდებულ ახირებებს ეფუძნება“.