აქტუალური
საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში შეხვდა სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს. შეხვედრა გაიმართა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მათი გაღრმავების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ გამოწვევებზე.
„უკანასკნელ პერიოდში საქართველოსა და სერბეთს შორის თანამშრომლობა სულ უფრო დინამიკურ ხასიათს იძენს,“ – აღნიშნეს შეხვედრაზე. ვუჩიჩმა პრეზიდენტი ყაველაშვილი სერბეთში მიიწვია, ხოლო ყაველაშვილმა სერბ კოლეგა საქართველოში დაპატიჟა.
შეხვედრაზე კოლეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორმხრივი მხარდაჭერა ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.