საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, გერმანიის ელჩის დაბარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არის „ჩვეულებრივი დიპლომატიური ზომა“, როდესაც საქართველოში მოქმედი დიპლომატიური წარმომადგენელი უხეშად არღვევს ვენის კონვენციის პრინციპებს.
„მგონია, რომ სრულიად ზედმეტია ბატონ ფიშერზე კომენტარების გაკეთება. როცა ამოეწურება მისი უფლებამოსილების ვადა, დატოვებს ქვეყანას. რაც შეეხება დაბარებას, ეს არის დიპლომატიური ღონისძიება, ზომა, როდესაც საქართველოში მოქმედი ელჩი უხეშად არღვევს ვენის კონვენციის პრინციპებს. ასეთ შემთხვევაში ხდება მისი დაბარება. ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ზომა. თუ სურვილი ექნება საგარეო საქმეთა სამინისტროს, დეტალურ კომენტარს გააკეთებს. ზოგადად, შეგახსენებთ, რომ ბატონი ფიშერი ჩართულია რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში და ცდილობს ზეწოლა მოახდინოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე“, – განაცხადა კობახიძემ.