საზოგადოება
მიხეილ ყაველაშვილს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა გენერალური ასამბლეის გახსნაზე უმასპინძლა

 საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი.

საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გახსნაზე უმასპინძლა.

პრეზიდენტის თქმით, ცერემონიაზე მას ჰქონდა მოკლე აუდიენცია კოლეგებთან და 25 სექტემბერს გაერო-ს ტრიბუნიდან მიმართავს მსოფლიო ლიდერებს.