საზოგადოება
საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა X-ზე დაწერა, რომ პროტესტის 300 დღე ხალხის სიმტკიცისა და გამბედაობის ნიშანია.
„პროტესტის 300 დღე მხოლოდ რიცხვი არ არის, ეს გამბედაობის მტკიცებულებაა. დაკავებებისა და განუწყვეტელი რეპრესიების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ ხალხის ნების გატეხვა ვერ შეძლო. ქართველები იბრძვიან არა მხოლოდ უსამართლობის წინააღმდეგ, არამედ ევროპის, დემოკრატიისა და თავისუფალი მომავლისთვის!“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.