საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გაიმართა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის რიგით 29-ე სხდომა. სხდომა გახსნეს კომისიის თავმჯდომარემ, რეგიონული განვითარების მინისტრმა კახა გულედანმა და თანათავმჯდომარემ, სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
გადაწყვეტილება ეხებოდა ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფისთვის ფინანსურ დახმარებასა და სტუდენტების 2025-2026 სასწავლო წლის დაფინანსების გაგრძელებას.
„საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტად რჩება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერა… მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები: ზამთარში გათბობის უზრუნველყოფისთვის ფინანსური დახმარების და სტუდენტების დაფინანსების გაგრძელების შესახებ“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.