საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია საბერძნეთში სამუშაო ვიზიტისას შეხვდნენ ათენის მერს ჰარის დუკასს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული და სამომავლო თანამშრომლობა, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილთა მხარდამჭერი პროექტები და მათი ჩართვა საბერძნეთში კულტურულ ინიციატივებში.
„ათენის მერს, ჰარის დუკასს მადლობა გადავუხადე თანადგომისა და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკის მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა უფრო აქტიური და მჭიდრო გახდება“, — განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.
შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს ელჩი საბერძნეთში ლევან ბერიძე და ათენის მერიის წარმომადგენლები.