სამართალი
საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მოწოდებას: „დილას არჩევნებზე მივიდეთ, საღამოს აქციაზე“.
„ვინც ამბობს, დილას არჩევნებზე მივიდეთ და საღამოს აქციაზეო, სინამდვილეში, აპირებს დილით რუსული სპეცოპერაციის ლეგალიზაციას და საღამოს აქციის დაშლას“, — აღნიშნა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ეს ორივე არის ბიძინა ივანიშვილის თამაში.