სამართალი
ცესკო მუნიციპალიტეტის არჩევნებისთვის პარტიულ სიებსა და კანდიდატებზე ინფორმაციას ავრცელებს

 საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიული სიებისა და მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

ცესკო-ს ცნობით, არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია და პარტიული სია, თბილისში კი მერობის 9 კანდიდატია. დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში სულ რეგისტრირებულია 112 მერობის კანდიდატი, მათ შორის ოთხი — საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი.

მაჟორიტარობის კანდიდატების საერთო რაოდენობა 2228 არის, მათგან 160 თბილისში. წელს პირველად პარტიებს მიეცათ შესაძლებლობა, პარტიული სიები და კანდიდატები დისტანციურად, ელექტრონული ფორმით წარედგინათ.