პოლიტიკა
საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევნის მერს ტიგრან ავინიანს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და თბილისსა და ერევანს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას.
ერევნის მერმა ხაზი გაუსვა საქართველოს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას ურბანული განვითარების და სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებებში. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა მზადყოფნა სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისა და სექტორული თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.