საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.
ღონისძიება გაერო-ს გენერალური მდივნისა და ასამბლეის პრეზიდენტის სიტყვებით გაიხსნა. სიტყვით გამოვიდნენ ასევე ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ინდონეზიის პრეზიდენტი პრაბოვო სუბიანტო, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და სხვა ლიდერები.
სესიის მთავარი თემა იყო – „ერთად უკეთესია: 80 წელი და მეტი მშვიდობის, განვითარებისა და ადამიანის უფლებებისთვის“.
პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე, აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.