აქტუალური
საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ნატო-ში ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა.
მან სხვადასხვა დროს დაიკავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობები.
ასევე, ირაკლი ბერაია წლების განმავლობაში იყო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში – ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი.
სხვადასხვა პერიოდში მან იმუშავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოში.