აქტუალური
გერმანიაში საქართველოს ელჩად ალექსანდრე კარტოზია დაინიშნა

 საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე კარტოზია დაინიშნა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ალექსანდრე კარტოზიას საჯარო სტრუქტურებში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს – სხვადასხვა წლებში ის იყო განათლების მინისტრი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი.

ის იკავებდა წამყვან აკადემიურ თანამდებობებს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე კითხულობდა ლექციებს ბერლინის, ფრანფურტის და ბრემენის უნივერსიტეტებში. მეცნიერსა და მთარგმნელად ალექსანდრე კარტოზიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების განვითარებაში.

2022 წელს ის დაჯილდოვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ორდენით – „დამსახურების ჯვრით“.