პოლიტიკა
საგარეო უწყება: ლუქსემბურგში მინისტერიალზე ელჩის დონეზე მიწვევა არასერიოზული დამოკიდებულებაა

 საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მხრიდან ლუქსემბურგში დაგეგმილ მინისტერიალში საქართველოს ელჩის დონეზე მიწვევა მიუთითებს ევროკავშირის ინსტიტუტების არასერიოზულ დამოკიდებულებაზე.

უწყების თქმით, ეს არის მცდელობა, რომ საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის ღონისძიებებში პოლიტიკური სპეკულაციების საგნად იქცეს.

მინისტერიალში, რომელიც 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში გაიმართება, საქართველო ელჩის დონეზე არ მიიღებს მონაწილეობას. ქვეყნის როლიდან გამომდინარე, ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა უნდა იყოს შესაბამის დონეზე და ევროკავშირის წევრთა ინტერესში“, – ნათქვამია განცხადებაში.