საზოგადოება
თბილისი, 1 სექტემბერი, საქინფორმი. თელავის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედურ არჩევნებში, რომელიც 2 ოქტომბერს არის დანიშნული, ნაციონალური მოძრაობის, ქრისტიან-დემოკრატებისა და მრეწველთა კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას.
საპარლამენტო უმცირესობის წამყვანმა პარტიამ, ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ, რომელიც ამჟამად საკანონმდებლო ორგანოში 7 დეპუტატით არის წარმოდგენილი, თავის კანდიდატად ადგილობრივი პარტიული აქტივისტი ნიკოლოზ ლაშხი წარადგინა.
მრეწველები მათივე პარტიის წევრ ვასილ არაბულის წარდგენას გეგმავენ, ხოლო მმართველი პარტია აცხადებს, რომ მისი კანდიდატის ვინაობა 1 სექტემბერს გახდება ცნობილი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, თელავის ოლქში 56 932 ამომრჩეველია რეგისტრირებული.