საზოგადოება
კახა კალაძე: განახლებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ჩვენს პატარებს სიხარულით ხვდება

 საქართველო, 23 სექტემბერი 2025, საქინფორმი. თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ ირაკლი კობახიძესთან და კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად გახსნა რეაბილიტირებული მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე.

ამ ულამაზეს შენობას, რომლის ისტორიაც მე-19 საუკუნიდან იწყება, ბევრი რამ ახსოვს.განახლებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე კვლავ სიხარულით უღებს კარს ჩვენს პატარებს. შეუძლებელია, აქ არ ახდეს მათი ოცნებები, მათი ნატვრა. მე, როგორც თბილისის მერი და ოთხი შვილის მამა, დღეს ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩემი წვლილი შემეტანა სასახლისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებაში, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა სასახლის ინფრასტრუქტურა, მათ შორის მიწისქვეშა კომუნიკაციები, ისტორიული ავეჯი, იატაკი და ჭერი.

სასახლის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ მინისტრი გივი მიქანაძე, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და ეროვნული სასახლის დირექტორი ნინა ყიფიანი.