საზოგადოება
საქართველო, 23 სექტემბერი 2025, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების მინისტრთან გივი მიქანაძესთან ერთად დუშეთში №2 საჯარო სკოლა დაათვალიერა.
მთავრობის მეთაური სკოლის განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო, პედაგოგებს შეხვდა და მათ წარმატებები უსურვა.
სკოლას აქვს სპორტული დარბაზი, გარე მოედანი, ბიბლიოთეკა, რესურსოთახი, ბუფეტი, სააქტო დარბაზი, საკონფერენციო აუდიტორია, ექიმის კაბინეტი და ლაბორატორიები.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 5,5 მილიონ ლარს გადააჭარბა. პროექტი განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.