საქართველო, 23 სექტემბერი 2025, საქინფორმი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეაჯამა „აწარმოე საქართველოში“ მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამის ერთი წლის შედეგები.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ პერიოდში დამტკიცდა 1200-ზე მეტი სესხი ჯამური მოცულობით 60 მილიონ ლარამდე, რეჟიმის ფარგლებში კი დამატებით 2 643 სამუშაო ადგილი შეიქმნა.
„პროგრამა ხელს უწყობს მიკრო მეწარმეობის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და სამეწარმეო პოტენციალის ზრდას... ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, 80%-იანი გარანტია და წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით. მხარდაჭერის პერიოდი მაქსიმუმ 5 წელია, სესხის ოდენობა კი 20 000-დან 50 000 ლარამდეა“.
როგორც სამინისტროში აღნიშნეს, პროგრამის წარმატება განაპირობა რეგიონულ საკონსულტაციო ცენტრებმა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებს 6 ქალაქში — ზუგდიდში, თელავში, ქუთაისში, ახალციხეში, ბათუმსა და თბილისში.