საქართველო, 23 სექტემბერი 2025, საქინფორმი. საქართველოს პროკურატურამ სამი პირის, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, წარადგინა ბრალდება ნარკოტიკული საშუალებების დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა‑შენახვის, საქართველოში შემოტანისა და რეალიზაციის ფაქტებზე.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება 367,1301 გრ. „ალფა-პვპ“. უცხო ქვეყნის მოქალაქემ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავით ლარსის გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1549,68 გრ. „მეთადონი (ფუძე)“. აღნიშნულმა პირმა ასევე ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ კონკრეტულ ლოკაციაზე განათავსა”
ბრალდებულებს წარდგენილი აქვთ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით. სასჯელის სახედ გათვალისწინებულია 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.
„პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ერთ ბრალდებულს პატიმრობა უკვე შეეფარდა, ხოლო ორის მიმართ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“.