საქართველო, 23 სექტემბერი 2025, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დაესწრო გაერო-ს დაარსების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას ნიუ-იორკში.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი ანალენა ბერბოკი
ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ში დავით ბაქრაძე, აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი სიტყვით გამოვა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 80-ე სესიაზე და მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიწვევით გამართულ ოფიციალურ მიღებაზე. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის გუტიერეშთან.