პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველო არის დემოკრატია, მაგრამ კანონის დარღვევას საკადრისი პასუხი ექნება

 საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია ერთ ძალად რჩება, რომელსაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ უწოდებს.

რა შეეხება არჩევნებთან დამოკიდებულებას, გასაგებია, არის ორი პარტია, რომელიც მონაწილეობს არჩევნებში, არის ორი პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას ღალატად აცხადებს. საბოლოო ჯამში, ყველას ჰყავს ერთი პატრონი. ბუნებრივია, ასე მოხდება 4 ოქტომბერსაც, თუმცა არანაირი ფორმით მათ არ აქვთ წარმატების შანსი.

ბუნებრივია, საქართველო არის დემოკრატია, ყველას შეუძლია, შეიკრიბოს, თუმცა ყველას შეუძლია, შეიკრიბოს კანონის ფარგლებში. ვინმეს თავში აზრად თუ მოუვა კანონის დარღვევა, რა თქმა უნდა, ყველა მიიღებს საკადრის პასუხს“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.