აქტუალური
საქართველო, 23 სექტემბერი 2025, საქინფორმი. აშშ-ის ელჩმა გაერო-ში მაიკ უოლცმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთმა სახიფათო ქმედებები უნდა შეწყვიტოს.
„სულ რაღაც ცხრა დღის წინ, ეს საბჭო შეიკრიბა და რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა განიხილა. მიუხედავად ამისა, რუსეთმა ნატო-ს საჰაერო სივრცე კიდევ დაარღვია.
„აშშ და ჩვენი მოკავშირეები ნატო-ს ყოველ სანტიმეტრს დაიცავენ. რუსეთმა მსგავსი სახიფათო ქმედებები სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს. ეს ინციდენტი, რომელიც რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრას მოჰყვა, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ რუსეთს ესკალაცია და უკრაინასთან კონფლიქტში მეტი ქვეყნის ჩართვა სურს, ან ის სრულად ვერ აკონტროლებს მათ, ვინც გამანადგურებლებსა და დრონებს მართავს“, - განაცხადა მაიკ უოლცმა.