აქტუალური
მარგუს ცაჰკნა: ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა ნათელია და რუსეთი კვლავ იტყუება

 საქართველო, 23 სექტემბერი 2025, საქინფორმი. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის ქმედებები გააკრიტიკა.

რუსული თვითმფრინავები რაკეტებით იყვნენ აღჭურვილი და საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებოდნენ. დარღვევა სრულიად ნათელია და რუსეთი კვლავ იტყუება, ისე როგორც ადრე არაერთხელ მოიტყუა. ჩვენ გვახსოვს 2008 წელს საქართველოს ოკუპაცია, 2014 წელს ყირიმში შეჭრა და 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია. ამიტომ, გთხოვთ, ისევ აღარ მოიტყუოთ. მყარი მტკიცებულებები გვაქვს, - განაცხადა მან.

მანამდე გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ დმიტრი პოლიანსკიმ ესტონეთი ტყუილების გავრცელებაში დაადანაშაულა.

ჩვენმა მეზობლებმა ახლა მოიგონეს, რომ რუსეთი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრაშია დამნაშავე. როგორც ყოველთვის, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ტალინიდან წამოსული რუსოფობიური ისტერიის გარდა, - აღნიშნა ცაჰკნამ.