აქტუალური
ასეან-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა

 საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ASEAN) საპარლამენტო ასამბლეის 46-ე ყოველწლიური სხდომის ფარგლებში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა, სადაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოში არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა.

ნიკოლოზ სამხარაძემ მიმოიხილა ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა და ისაუბრა სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე.