საზოგადოება
თინა ბოკუჩავა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად, ჯო უილსონს შეხვდა

 საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის წევრებთან ერთად, „მეგობარი აქტის“ ინიციატორ კონგრესმენს, ჯო უილსონს შეხვდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციამ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები დაიწყო.

მათივე ცნობით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და პარტიის ლიდერი ლევან სანიკიძე საქართველოს დიდ მეგობარ კონგრესმენს, ჯო უილსონს შეხვდნენ.

მორიგი ტყუილი, რომელსაც რუს-ქოცური რეჟიმი ავრცელებს... როდესაც ეს რეჟიმი შეიცვლება, საქართველოში არა მხოლოდ „ტრამპთაუერი“ აშენდება, არამედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივა დაბრუნდება საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც ღირსეული და სანდო პარტნიორი ჩვენი მეგობრებისთვის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, დემოკრატმა კონგრესმენმა, სტივ კოენმა ჰელსინკის კომისიაში 11 სექტემბერს განაცხადა: „სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ „მეგობარი აქტს“... „მეგობარი აქტის“ ჩაკვლა ერთმა ადამიანმა შეძლო“.