საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა ოთხი ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად აქტიურ მუშაობას აგრძელებს.
კალანდარიშვილის თქმით, ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 051 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა – ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.
ამასთან, არჩევნების ადმინისტრირებას ქვეყნის მასშტაბით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების 34 000-ზე მეტი წევრი განახორციელებს, საიდანაც 25 800-ზე მეტი პირი საარჩევნო ადმინისტრაციამ აირჩია...
„აქვე, მინდა, შეგახსენოთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებში საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეულ ყველა პირს აქვს შესაბამისი სერტიფიკატი... არჩევენები საერთო საქმეა და, პირველ რიგში, ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი ამ პრინციპების დაცვას... სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მათი დაცვისკენ“, – აღნიშნავს გიორგი კალანდარიშვილი.