საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. „რამდენიმე პოლიტიკური დაჯგუფება და უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ ძალადობრივი გზით სახელისუფლებო ბერკეტების მოპოვებას ცდილობენ, ეს არის გზა, რომელიც პირდაპირ მიდის მაიდნისკენ“, — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციური ჯგუფები და მათთან დაკავშირებული „ენჯეოები“ ღიად აცხადებენ, რომ უარს ამბობენ დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობაზე და ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის გზას ირჩევენ. ეს, მისი შეფასებით, პირდაპირი განცხადებაა ხელისუფლების დამხობაზე.
„ყველას უნდა შევახსენო, რომ სახელისუფლო მანდატის მოპოვების ერთადერთი გზა არის არჩევნები. ფაქტია, რომ მათ არ აქვთ სახალხო მხარდაჭერა და ერთადერთი სტრატეგია არის პროვოკაციის მოწყობა, რომელიც საზოგადოებასა და სახელმწიფოს კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააყენებს“, — აღნიშნა პაპუაშვილმა.