პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: კანონი ავამოქმედოთ მთელი სიმკაცრით ყველა მიმართულებით

 საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. დღეს გვაქვს იმის საშუალება, რომ კანონი ავამოქმედოთ მთელი სიმკაცრით ყველა მიმართულებით, იქნება ეს ნარკოტიკული, ორგანიზებული, კორუფციული თუ პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული, რისი საშუალებაც არ გვქონდა თავის დროზე ობიექტური მიზეზების გამო, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან აჭარაში.

მისივე თქმით, ზოგადად, დანაშაულთან დაკავშირებულ საკითხებზე კითხვები პრემიერ-მინისტრისთვის არ არის მისამართი, რადგან გადაწყვეტილებების მიღება სისხლის სამართლის საქმეების აღძვრასთან დაკავშირებით მისი ფუნქცია არ არის.

რაც შეეხება კორუფციულ დანაშაულებს, თავის დროზე შესაძლოა ვერ ვახერხებდით კანონის სრული სიმკაცრით ამოქმედებას, რადგან არსებობდა ბევრი ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლება. დღეს გვაქვს ამის საშუალება ყველა მიმართულებით, — აღნიშნა კობახიძემ.