აქტუალური
ხატია ვიბლიანს არასრულწლოვანზე ძალადობისთვის 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

 საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისის სასამართლომ არასრულწლოვანის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ მკლავჭიდელს ხატია ვიბლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო.

ვიზარებ დანაშაულს და ვინანიებ, — განაცხადა ვიბლიანმა სასამართლო სხდომაზე.

პროკურორმა ნათია ნოზაძემ აღნიშნა, რომ ბრალდებულმა 15 წლის მოზარდს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ხელებისა და ფეხების გამოყენებით. ვიბლიანმა დანაშაული აღიარა, ინანა და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

დაცვის მხარემ გირაოს შემცირების შუამდგომლობა დააყენა, ბრალდებულის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე დაყრდნობით. ვიბლიანმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე არ აქვს შემოსავალი სოციალური დახმარების გარდა.