საზოგადოება
გიორგი ბარამიძე: დიახ, რეჟიმს მშვიდობიანად დავამხობთ, მშვიდობიან რევოლუციას მოვაწყობთ

 საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ „დიახ, რეჟიმს მშვიდობიანად დავამხობთ, მშვიდობიან რევოლუციას მოვაწყობთ, მშვიდობიანი რევოლუცია კონსტიტუციაში ჩაწერილი უფლებაა“.

ბარამიძის თქმით, ნებისმიერი ქმედება, რაც მშვიდობიანია და არაძალადობრივი, კანონიერი და კონსტიტუციურია.

ვუახლოვდებით 4 ოქტომბერს... დიახ, ამ რეჟიმს მშვიდობიანად დავამხობთ. მშვიდობიან რევოლუციას მოვაწყობთ... ქართული საზოგადოება ამ რეჟიმს აუცილებლად გაისტუმრებს მშვიდობიანად. ეს გარდაუვალია და აუცილებლად ასე მოხდება» – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

მედიის წარმომადგენლის შენიშვნაზე, რომ დამხობისკენ მოწოდება კანონით დასჯადია, ბარამიძემ აღნიშნა: «არცერთი მშვიდობიანი ქმედება არ შეიძლება განხილული იყოს, როგორც კანონსაწინააღმდეგო... ნებისმიერი ქმედება, რომელიც არაძალადობრივი და მშვიდობიანია, კონსტიტუციური და კანონიერია. ამის შედეგად თუ რეჟიმი ჩამოიშლება, დაემხობა და სახლში წავა, ეგ უკვე იმ ხელისუფლების საქმეა, რომელმაც საქმე აქამდე მიიყვანა”.