სამართალი
პროკურატურამ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა

 საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პროკურატურამ ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდება წარუდგინა.

“14 სექტემბერს ბრალდებულმა განზრახ დააზიანა თბილისში პარტიაქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოსშტაბზე განთავსებული სამი ბანერი, რამაც 570 ლარის ზიანი გამოიწვია. 15 სექტემბერს იგი დააკავეს და წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187- მუხლის პირველი ნაწილით”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ეს მუხლი ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით.