სამართალი
საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, საქართველოდან უცხო ქვეყნის 29 მოქალაქის გაძევება განხორციელდა.
უწყების ცნობით, ქვეყნიდან გააძევეს ინდოეთის, განის, თურქეთის, ნეპალის, თურქმენეთის, ირანის, პაკისტანის და ლატვიის მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ საქართველოში შემოსვლა აეკრძალათ.
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს... მისი ერთ-ერთი კომპეტენციაა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და გაძევება”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.