პოლიტიკა
ალან გაგლოევი: საქართველოს ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის „დასაბრუნებელ“ ობიექტად აღქმა უნდა შეწყვიტოს

 საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს სამხრეთ ოსეთის „დასაბრუნებელ“ ობიექტად აღქმა.

ჩვენი მხრიდან, თანასწორ საფუძველზე პრაგმატული დიალოგისთვის მზადყოფნას ღიად ვაცხადებთ. თუმცა, მსგავსი დიალოგი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც საქართველოს ხელისუფლება რევანშისტულ ილუზიებზე უარს იტყვის, წარსულ აგრესიაზე პასუხისმგებლობას აიღებს და სამხრეთ ოსეთისდასაბრუნებელობიექტად აღქმას შეწყვეტს”, – განაცხადა გაგლოევმა.

მისი თქმით, „სამხრეთ ოსეთი კვლავ ითხოვს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერას“. თუმცა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებები აჩვენებს, რომ ხელისუფლება არ არის მზად თანასწორი დიალოგისთვის.