საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველო არავისთვის არ არის დაბალი ღობე, მათ შორის არც ევროკავშირისთვის. მისი თქმით, ქართველ ხალხს თუ რაიმე აღიზიანებს, თავისი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, არის ის, როცა მას ზემოდან უყურებენ.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, გამჭვირვალობის რეესტრში რატომ არ რეგისტრირდება აქტივისტ ანანო ცინცაბაძის ორგანიზაცია „სოლიდარობის ფონდ PL საქართველო“, რომელსაც პოლონეთი აფინანსებს.
პაპუაშვილის თქმით, როგორც ევროკავშირის ელჩმა, ისე სხვა საელჩოებმა, ორგანიზაციებმა თუ პოლიტიკოსებმა უნდა დაანებონ ქართველ ხალხისთვის ზემოდან ყურებას. «საქართველო არავისთვის არ არის დაბალი ღობე... დემოკრატია ჩვენ არ გვესწავლება...»
ასევე, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მოქალაქეების ფულით ფინანსდება ადამიანი, რომელიც მოუწოდებს პოლიტიკური მკვლელობისკენ და ცინიკურად საუბრობს საქართველოს თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებაზე.
მისი თქმით, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ამ საკითხზე უნდა გასცეს პასუხი და არა დაემალოს ქართულ საზოგადოებას.