საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის უარი დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ გლობალურ პროცესებთან.
“რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ჩამოვიდა საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო/ოდირი, უნდა ვეძებოთ გლობალურად მიმდინარე იმ შეთქმულების წიაღში, რომელიც ამ ბოლო პერიოდში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ხორციელდება”, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მისი თქმით, ეუთო/ოდირი არის ყველაზე პრესტიჟული სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელსაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა უნდობლობა გამოუცხადეს, ამიტომაც მისია აღარ ჩამოვიდა. ეუთო/ოდირის დასკვნის მიხედვით, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, თუმცა დაფიქსირდა დარღვევები და მმართველი პარტიის ფინანსური დომინანტობა.