საზოგადოება
პროკურატურა: ყადაღა დაედო გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების ანგარიშებს

 საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პროკურატურამ გამოაცხადა, რომ გამოძიების ფარგლებში ყადაღა დაედო გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების საბანკო ანგარიშებსა და აქტივებს, რომლებიც შეძენილია დანაშაულის ჩადენისა და შემდგომ პერიოდში.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე ყადაღა დაედო გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების საბანკო ანგარიშებს და იმ აქტივებს, რომლებიც შეძენილია დანაშაულის ჩადენის შემდეგ“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გიორგი ბაჩიაშვილი უკვე ცნობილია დამნაშავედ 8 986.86 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ.

გამოძიება გრძელდება მისი ოჯახის სხვა წევრების ან სხვა პირების შესაძლო ჩართულობის დასადგენად.